კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პავლე გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი პავლე ლებედი დღეს, 1 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.

ინფორმაცია ამის შესახებ კიევ- პეჩორის ლავრის (კიევის გამოქვაბულების მონასტერი) ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  1 აპრილს, დაახლოებით 07:30 საათზე, უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მიტროპოლიტ პავლეს უწყება გადასცეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ლებიდი დაკითხვაზე დაიბარეს, რის შემდეგაც გადაწყდება აღკვეთის ღონისძიების საკითხი. არსებული ინფორმაციით, მანამდე მის სახლში ჩრეკა ჩატარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი