უფრო ენერგიული მუშაობაა საჭირო ტრიბუნალისთვის, რათა რუსმა ომის დამნაშავეებმა პასუხი აგონ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

დღეს მთავარი სიტყვაა, სამართლიანობა. სამართლიანობა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ყველა ჩვენი ხალხისთვის, ვინც დაკარგა ნათესავები, ახლობლები, ჯანმრთელობა, სახლი და ნორმალური ცხოვრება რუსული აგრესიის, ოკუპანტის ტერორის გამო. ახლა უფრო ენერგიული მუშაობაა საჭირო ტრიბუნალისთვის, რათა რუსმა ომის დამნაშავეებმა პასუხი აგონ, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი მიიღონ და მიიღებენ კიდეც, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და ჩვენს ხალხს რუსული ტყვეობიდან. დადგება დღე, როცა მსოფლიო გაიგებს, რომ უკრაინაში სამართლიანობა აღდგა, იქნება ახალი ნიუნბერგი რუსისტების წინააღმდეგ, დიდება ყველა უკრაინელ გმირს, დიდება ჩვენს ძლიერ ხალხს, დიდება უკრაინას.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი