
სამწუხარო ერთი რამეა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი. გუშინდელი განცხადება შეიძლება შეფასდეს იმ განცხადებად, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში ხდება, მაგრამ მთავარი შეფასებები და მთავარი გადაწყვეტილებები სწორედ მის ხელშია. ის საუბრობდა 12-პუნქტიან გეგმაზე, სადაც სწორედ მას შეუძლია შეიტანოს დიდი წვლილი ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში და თავისი გადაწყვეტილებით, მისი დისკრეციული უფლებით, რომელიც მას გააჩნია, გაათავისუფლოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, გაათავისუფლოს ოპოზიციური არხის დირექტორი ნიკა გვარამია და ამით სწორედ იმ პოლარიზება განიმუხტოს ქვეყანაში, რომელი პოლარიზებაც ერთ-ერთი შემაკავებელი ნაწილია სწორედ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს.
- თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რეგიონული ორგანიზაციის მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.