
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ზამთრის შეტევის გეგმა დონბასში ჩაიშალა. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მოხსენებაშია ნათქვამი:
"11 იანვარს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა (CGS) გენერალმა ვალერი გერასიმოვმა პირადად აიღო "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მეთაურობაზე პასუხისმგებლობა.
გერასიმოვის თანამდებობაზე ყოფნა ხასიათდება ზამთრის შეტევის წამოწყების მცდელობით, რომლის მიზანია რუსეთის კონტროლის გაფართოება მთელ დონბასზე. 80 დღის შემდეგ, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეს პროექტი ჩავარდა", - წერს ბრიტანული დაზვერვა.
მოხსენებაში დაზვერვა აღნიშნავს, რომ დონბასის ფრონტის გასწვრივ რუსულ ძალებს "ათიათასობით მსხვერპლის ფასად", მხოლოდ ზღვრულ მიღწევები აქვთ, რის შედეგადაც, დაზვერვის შეფასებით, მათ დაკარგეს პერსონალის ის დროებით უპირატესობას, რომელიც "ნაწილობრივი მობილიზაციის" შედეგად მიიღეს.