დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს! - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

[...] მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება იყოს მშვიდობის სამყარო, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელსაც სხვების მსგავსად აქვს და აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს. 

პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს! სლავა უკრაინი!

- თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტზე.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი