"მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ" - რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს 

გამოქვეყნდა:

რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს - ამის შესახებ ინფორმაცის BBC ავრცელებს. პაპი კლინიკაში 3 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული. 

გამოცემის ცნობით, რომის პაპმა ფრანცისკემ იხუმრა, რომ ის "ჯერ კიდევ ცოცხალია" როდესაც საავადმყოფო დატოვა. როგორც ცნობილია, პაპი ფრანცისკე I ოთხშაბათს სუნთქვის გაძნელებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მოგვიანებით კი ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვეს.

ვატიკანმა ადრე განაცხადა, რომ პონტიფიკოსს კლინიკიდან გაწერდნენ შაბათს, თუ მისი ბოლო ტესტის შედეგები ექიმებს ამის საშუალებას მისცემდა. 

”მე არ შემშინებია, მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ”, - განუცხადა 86 წლის რომის პაპმა ჟურნალისტებს საავადმყოფოს გარეთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი