
"ერთად ევროპაში" - ამ წუთებში ბათუმის თავისუფლების კვარტალში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს. აჭარს მთავრობის სახლის წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერები მხარამჭერებს მიმართავენ და 9 აპრილს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე ჩამოსვლისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. ისინი ასევე პოლიტიკური პატიმრების მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვენ.