წყალტუბოში მეგობრებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - ახალი დეტალები 

გამოქვეყნდა:

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცნობილი ხდება, რომ ინციდენტი სამ მეგობარს შორის ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო. 

არსებული ინფორმაციით, მეგობრები რესტორანში ქეიფობდნენ, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფები რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და სავარაუდოდ, შემთხვევით, ერთი გასროლით ორი მეგობრის სიცოცხლე შეიწირა.

არსებობს ვერსია,რომ სავარაუდო დამნაშავე ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

"როგორც ვიცი ერთ მაგიდასთან ისხდნენ, შემთხვევა ღამე დაახლოებით, 2-3 საათისკენ მოხდა. რომ გავიდნენ გაუვარდა იარაღიო. კამათი არ ყოფილაო როგორც ვიცი, მემგონი გარეთ გასვლის დროს აქვე მოხდა" ,- ამბობენ რესტორნის თანამშრომლები. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარ არხს" განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.მომხდარზე ერთი პირი დააკავეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი