ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმის საქმის გამოძიება გრძელდება. ამ დრომდე უცნობია, ვინ და რატომ ესროლა ლერი სულაბერიძეს. შემთხვევა გუშინ, 28 ივლისს, წყნეთის გზატკეცილზე მოხდა.
დაზარალებულს თავდასხმის კონკრეტულ მოტივებზე საუბარი უჭირს. იგი დღეს ვაკის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ სულაბერიძე უკვე რამდენიმე წელია, საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" გამო სასამართლოში დავობს და ორი ინსტანციაც მოიგო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს, თუმცა სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.