
მე მინდა, ყველას ვუთხრა, ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ სახელმწიფოს თუ დაუპირებთ დამხობას, ჩვენ საზოგადოებას თუ დაუპირებთ აპოკალიფსის მოწყობას, თქვენ მიიღებთ საკადრის პასუხს. კანონზე მაღლა არავინ დგას. ისეთი სახის ქმედება, რომელიც ყველამ ვიხილეთ, რომ პოლიციელზე ბედავენ და ასეთი მძიმე ხასიათის დანაშაულს აქვს ადგილი, მოლოტივს კოქტეილებს ესვრიან და ქუჩებში მანქანებს წვავდნენ, ასეთ შემთხვევაში, კანონი იქნება შეუვალი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური. შეგახსენებთ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.