პაკისტანში უფასო საკვების რიგში ჭყლეტას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

პაკისტანში, ჭყლეტა სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 10 ადამიანი. შემთხვევა ქალაქ ყარაჩიში მოხდა, როდესაც ერთ-ერთი კერძო საწარმო რამადანის დღესასწაულზე საკვებს არიგებდა, უფასო საკვების მისაღებად უამრავი ხალხი შეიკრიბა, რამაც  ჭყლეტა გამოიწვია. 

დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც საკვებს ადგილობრივი ადმინისტრაციის წინასწარი ნებართვისა და საჭირო ღონისძიებების გარეშე არიგებდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი