მარტის აქციებს მთავრობაში საკადრო ცვლილები მოჰყვა. შეიცვალა განათლების მინისტრი და მიხეილ ჩხენკელის თანამდებობა გიორგი ამილახვარმა დაიკავა. განათლების მინისტრად დაინიშნა უმრავლესობის ის დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა იმ რუსულ კანონს, რომლის გასაპროტესტებლადაც გამოვდინენ 7- 9 მარტს ლაზარე გრიგორიადისი, მისი თანატოლები და საზოგადოების უმეტესობა.
ამილახვარმა პირველი საკადრო ცვლილებაც განახორციელა და პირველ მოადგილედ გელა გელაძე დანიშნა. ის კრიმინლაური პოლიცის ყოფილი მაღალჩინოსანი, ასევე მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ადამიანი, რომელმაც თავისი სამუშაო წლების უმეტესობა სამართალდამცავ უწყებებში გაატარა, საქმიანობას ახლა განათლების სფეროში აგრძელებს.
კითხვებს აჩენს ბოლო ათ წელიწადში დაგროვილი მისი დიდძალი ქონება. ძვირადღირებული მიწის ნაკვეთები, ფეშენებელური საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და მილიონ ლარად შეფასებული აგარაკები საკურურორტო რეგიონებში. მისი საქმიანობა და ქონებრივი დეკლარაცია ირაკლი ბახტაძემ შეისწავლა.