"აქ ლაზარეს სოლიდარობისთვის ვდგავარ... მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება" | კრამონი

გამოქვეყნდა:

"აქ ლაზარეს სოლიდარობისთვის ვდგავარ... ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი" - ამის შესახებ კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საუბრობს. 

მისი თქმით, მიუღებელია პარლამენტარების მიერ [ლაზარე გრიგორიადისის] იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ ის და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ამ პროტესტს ძირს უთხრის. 

"აქ, როგორც ყველა დანარჩენი იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველა პიროვნებას აქვს ამ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება. ასე რომ, [აქ იმისთვის ვარ] ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო, სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი რატომაც ვარ აქ, ეს ძალიან მარტივია" - ამბობს კრამონი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი