ხერსონის ოლქში ოკუპანტები რუსული პასპორტის გარეშე უკრაინელების გადაადგილებას ზღუდავენ - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში რუსები იმ უკრაინელების გადაადგილებას ზღუდავენ, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის პასპორტი არ აქვთ.

განცხადებაში უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძარცვას აგრძელებენ.

გარდა ამისა, გენშტაბის ცნობითვე, რუსები აქტიურად ამოწმებენ მოსახლეობის ტელეფონებს და უკრაინის მოქალაქეების სახლებს უნებართვოდ ჩხრეკენ, მას შემდეგ რაც უკრაინულმა ძალებმა ერთ-ერთ რუსულ სამიზნეზე ხერსონის ოლქში წარმატებული თავდასხმა განახორციელეს.

გენშტაბი აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის იძულებით პასპორტაციას აგრძელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი