ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა სააპელაციოს მიმართა - დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

გამოქვეყნდა:

მარტის აქციაზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა. 

უფლებადამცველმა განცხადება უკვე შეიტანა სასამართლოში და ახლა საინტერესოა მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს მეორე ინსტანცია. დაცვის მხარე მოსამართლეთა კოლეგიის მხრიდან პატიმრობის გირაოთი შეცვლას თხოვს. 

ადვოკატი ამბობს, რომ ლაზარეს საქმეში ერთადერთი მტკიცებულება პოლიცილების ჩვენებაა და სხვა საყრდენი სახელმწიფო ბრალდებას 21 წლის ახალაგაზრდის წინააღმდეგ არ აქვს. 

ხვალ უფლებადამცველები დაკავებულ 21 წლის ახალგაზრდას გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულებენ. როგორც ცნობილია, ლაზარე გრიგორიადისი დუმილის უფლებას იყენებს. 

"გავასაჩივრეთ განჩინება და მოვითხოვთ ჩვენი საჩივრის დასაშვებად ცნობას და შემდეგ პირველი ისნტანციის განჩინების გაუქმებას. ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლას გირაოთი. რითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასაბუთა პატიმრობა და გამოუტანა ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება ეს არ არის დასაბუთებული, ეს არის ზოგადი, კონკრეტული არგუმენტით არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა გირაო, რასაც ვითხოვდით, აღკვბეთი ღონისძიების მიზნებს. 

მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებული, რაც შეეხება იმას, რომ აღიარება მისცა, პირველი -  ბრალდებულის აღიარება ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. მეორე - მე არ ვიცი, არ დავსწრებივარ რა ვითარებაში მისცა ჩვენება და რა ვითარებაში აღიარა ბრალი. 

პირველი წარდგენისას ბრალდებულმა თვითონ გვითხრა, რომ გამოიყენებდა დუმილის უფლებას, რადგან ჩვენება მისცა მაშინ, როდესაც იგი იყო არეული და ვუთხარით, რომ ამის უფლება ჰქონდა. პენიტენციურში ადვოკატების მონახულების შემდგომ იქნება ნათელი რა მოხდა, რატომ მისცა ნაწილობრივი აღიარება და დღეს რა პოზიციაზეა",- ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი