"ოცნების“ დაპირება იყო ეს სპორტკომპლექსიც, ჩვეულ სტილში მოატყუეს ზუგდიდელები" - ენმ დაუსრულებელ პროექტებზე 

გამოქვეყნდა:

შეჩერებული პროექტები ზუგდიდში - თეატრი, ცენტრალური საფხებურთო მოედანი, ბოტანიკური ბაღი, ეს ის ადგილებია, რომლის რეაბილიტაცია ქართული ოცნების წინა საარჩევნო დაპირებაში ზუგდიდელებისთვის მთავარი საკითხები იყო, თუმცა ინფრაქტრურული პროექტები ამ დრომდე შეჩერებულია.

ერთაინმა ნაციონალურმა მოძრაობამ მმართველ პარტიას ამ პროექტების შესახებ შეახსენა და რეაგირებისკენ მოუწოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, დარიკო არქანიამ კორუფციის ერთ-ერთ მაგალითად სპორტული კომპლექსი დაასახელა, რომლის მშენებლობაც რამდენიმე წელია გაჩერებულია. 

„ეს სპორტული კომპლექსი იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება მოსახლეობისთვის. ზუგდიდელებს სთავაზობდნენ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას და გახსნას 2022 წლისთვის. ტენდერის სავარაუდო ღირებულება იყო 11 566 000 ლარი და ამ ტენდერში გაიმარჯვა ჩინურმა კომპანიამ, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. ეს კომპანია მუშაობდა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ რატომღაც ერთი წლის შემდეგ, ამ კომპანიამ შეწყვიტა მუშაობა და გაქრა. ამ ერთი წლის განმავლობაში, ამ კომპანიას გადაუხადეს 4 000 000 ლარი, რომელიც არავინ იცის რატომ გადაუხადეს, რაში გადაუხადეს და რა გაკეთდა ამ ოთხი მილიონი ლარით და ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ დუმს და არ გვცემს პასუხს" - თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, დარიკო არქანიამ.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი