ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფიცირება კარანტინში მყოფ რუსეთიდან დაბრუნებულ ადამიანებს დაუდგინდათ. ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულ 63 ადამიანს მკურნალობენ, 2 პაციენტი კი გარდაცვლილია.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ რუსეთთან საზღვარზე შეზღუდვები 4 აგვისტომდე გააგრძელა და მოქალაქეებს მოგზაურობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა.

საქართველოში კი 29 ივლისისთვის კორონავირუსის 1155 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, გარდაცვლილია კი 16 პაციენტი. 

მსოფლიოში კი კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 17 მილიონს უახლოვდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი