
საგარეო და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას ჰგავს.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ის მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივი სისტემის არსს",- წერს ბორელი.
მისი თქმით, ევროკავშირი იმუშავებს, რომ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის ერთთვიანი პერიოდში სტატუსი ბოროტად არ გამოიყენოს.
ცნობისთვის, რუსეთის თავმჯდომარეობა გაეროს უშიშროების საბჭოში გუშინ დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდება.