მთელი კვირა ელოდა კონსილიუმს, შესაბამისად, შეამცირა კალორაჟი, რაც წონაზე აისახა - ვივამედის ენდოკრინოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივამედის" ენდოკრინოლოგი, სოფო მებუკე ამბობს, რომ ბოლო კვირაში მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში სახალხო დამცველის კონსილიუმის შესვლას ელოდა, რის გამოც საკვების კალორაჟი შეამცირა. მებუკეს თქმით, სწორედ ამან განაპირობა მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს ჟურნალისტებთან დედამ, გიული ალასანიამ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილი 61 კილოს იწონის. სოფო მებუკემ დღეს ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს დააკისრა. 

"61.200 [კილო] იყო ბოლო მონაცემების მიხედვით. მთელი კვირის განმავლობაში ის სახალხო დამცველის კონსილიუმის მოლოდინში იყო და შესაბამისად, კიდევ უფრო ადგილი ჰქონდა კალორაჟის შემცირებას, რაც წონაზე აისახა და ფაქტია, რომ მიიღო იმაზე კიდევ უფრო ნაკლები, რასაც ჩვეულ რეჟიმში იღებდა", - თქვა სოფო მებუკემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები შევიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი