"9 აპრილს მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ და ვუთხრათ არა ივანიშვილს" - ენმ-ის აქცია ქუთაისში

გამოქვეყნდა:

"ერთად ევროპაში" - ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებმა "ქართული ოცნების" საგარეო კურსი გააპროტესტეს.

გარდა ამისა, ისინი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს დედაქალაქში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

"ჩემო ქუთაისელებო, ჩემო ძვირფასებო, ვინ თუ არა თქვენ ყველაზე კარგად იცით, ვინ არის ბოროტი, რუსი ოლიგარქი, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ქალაქები, რომელსაც არ უყვარს პატრიოტი ხალხი. ვინ თუ არა თქვენ ყველაზე კარგად უწყით, რომ ბიძინა ივანიშვილს, მათ შორის, სძულს ქალაქი ქუთაისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო ქალაქს, რეგიონული მნიშვნელობის ქალას, როგორ წაართმევდა პარლამენტს. მნიშვნელოვანია, 9 აპრილს 17:00 საათზე მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ და ვუთხრათ არა ბიძინა ივანიშვილს, არა რუსულ მთავრობას", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი