უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფმა სასულიერო პირებმა ჯარისკაცს სცემეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფმა სასულიერო პირებმა ჯარისკაცს სცემეს. ინციდენტი ხმელინცკის ოლქის ერთერთ ეკლესიაში მოხდა.

წირვაზე მისული ჯარისკაცი თანამოქალაქეებს მოუწოდებდა არ მისულიყვნენ იმ იკლესიაში, რომელშიც ოკუპანტების მხარდამჭერი სასულიერო პირები იყვნენ. მღვდლებისთვის ჯარისკაცის მოწოდება მიუღებელი აღმოჩნდა და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბორისპოლის რაიონში გადაიყვანეს მიტროპოლიტი პავლოც, რომელსაც მომდევნო 2 თვეს ბორისპოლის რაიონის სოფელ ვორონკიში, სახელწიფო რეგისტაციის საერთო საცხოვრებელში გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ სასულერო პირს პროკურატურამ ბრალდება 2 მუხლით წარუდგინა. პავლო ლებედს რელიგიათა-შორისი უთანხმოების გაღვივებასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლებას ედავებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი