„ბოლო ხანებში ეს პიროვნება ძალიან გამოირჩა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით. გვახსოვს მაგალითად, 7 მარტს, როდესაც აქცია დაიწყო, ასე გამოეხმაურა - ეს ყველაფერი მაიდანს მაგონებსო, თითქოს სასურველი დაინახა, თორემ პარალელის გავლების შესაძლებლობა მას არ ჰქონდა ობიექტურად. ამის შემდეგ ის ჩამობრძანდა საქართველოში და მივიდა შინაარსით სრულიად გაუგებარ აქციაზე, თორემ ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავის პოზიცია. რაც შეეხება იქ გაკეთებულ განცხადებებს, ესეც მეჩვენება, რომ ცოტა უცნაურად გამოიყურება. თუ ვინმე ეგულება სხვა, ვინც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა და შესაბამისად, მიაწვდის ინფორმაციას სამართალდამცავ უწყებებს, ვფიქრობ, რომ აქაც არ იქნება გაუმართლებელი რეაგირება, მაგრამ ის ვინც იდენტიფიცირებულია და ვიზეც სხვათა შორის ოპოზიციონერები თავიდან ამბობდნენ, რომ სუსიდან მართული ადამიანები იყვნენ, მათგან მართული და მხარდაჭერილი ადამიანები აღმოჩნდნენ. ასეთ უცნაურობებში გაეხვა ძალაუნებურად ჩვენი ოპოზიცია და საკუთარი სურვილით ეხვევა ამ უცნაურობებში მაგალითად ვიოლა ფონ კრამონი.
- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე. გერმანელი პოლიტიკოსი საქართველოში იმყოფება. კრამონი გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაზე მივიდა. კომენტარს IPN ავრცელებს.