დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება კიევ-პეჩორის ლავრისთვის, ღვთის სასამართლოს წინაშე წარდგება - მედვედევი

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება კიევ-პეჩერის ლავრას წინააღმდეგ ჩადენილისთვის "ღვთის სასამართლოს წინაშე წარდგებიან".

"დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარდგებიან არა მხოლოდ ადამიანების სასამართლოს წინაშე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასამართლოს წინაშე და მიიღებენ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინეს", -  წერს მედვედევი ტელეგრამზე.

ცნობისთვის, გუშინ, პირველ აპრილს, კიევის სასამართლომ კიევ-პეჩერის ლავრის ყოფილ ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ პავლეს ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი