რუსმა მობილიზებულმა ბრიანსკის რეგიონში მძევლად თანამებრძოლები აიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის ბრაიანსკის ოლქში მობილიზებულმა რუსმა შეიტყო უკრაინის წინააღმდეგ ომში მისი ნათესავების დაღუპვის შესახებ, რის შემდეგაც სამხედროები მძევლად აიყვანა.

ცნობილია, მობილიზებულმა 35 წლის კაცმა შეიტყო უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ძმისშვილების დაღუპვის შესახებ. რუსმა მძევლად აიყვანა სამი ოფიცერი და დაახლოებით ხუთი მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, მას თან ჰქონდა ავტომატი და ხელყუმბარები, რომელთა გამოყენებასაც აპირებდა. გავრცელებული ცნობებით, მძევლების აყვანის შემდეგ, მას არანაირი მოთხოვნა არ დაუყენებია. 

კაცი მძევლებთან ერთად კულტურის ცენტრში ჩაიკეტა. მისი სამხედრო ნაწილის მეთაურმა მოლაპარაკება სცადა. წინასწარი მონაცემებით, მან წარმატებას მიაღწია, ამიტომ ერთი საათის შემდეგ ოკუპანტი დანებდა და მძევლები გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ ცნობები უკრაინულ მედიაში გავრცელდა რუსული "BAZA-ს" ტელეგრამის არხზე დაყრდნობით. რუსეთის ოფიციალურ წყაროებს მძევლების აყვანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი