
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსთავში, ჭყონდიდის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებს - ამის შესახებ განცხადება დღეს დავით კირკიტაძემ გააკეთა. მისი თქმით, შენობა საცხოვრებელ უბანთან და საბავშვო მოედანთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ამასთან, გადაწყვეტილება მშენებლობაზე მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღეს.
მინდა გაჩვენოთ კიდევ ერთი ფაქტი, როგორ არ აინტერესებს ხელისუფლებას რუსთაველების ინტერესები. აქ, მოსახლერობისგან დაახლოებით 30 მეტრში წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ ააშენოს ციხე, განსაკუთრებით მკაცრი კოლონია და ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ არც ერთხელ შეუწუხებია თავი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკითხა აზრი, - განაცხადა კირკიტაძემ.
მისი თქმით, ჭყონდიდის დასახლების მოსახლეობის 90% აქ ციხის მშენებლობის წინააღმდეგია.
ახალი ციხის მშენებლობის გამო პროტესტს გამოთქვამს ადგილობრივი მოსახლეობას და თეა წულუკიანს მშენებლობის შეჩერების თხოვნით მიმართავენ.