თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში კი სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება. ქალაქის დატბორვის მიზეზი კაშხლის მშენებლობა გახდა, რის გამოც მდინარე ჭოროხმა საცხოვრებელი კორპუსების უმრავლესობა დატბორა.
თურქეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი „იუსუფელი“ გასული წლის ნოემბერში გაიხსნა. სოციალურ ქსელებში იუსუფელის დატბორვის ამსახველი არაერთი ფოტო ვრცელდება, რომელიც დატბორილი ქალაქის უმძიმეს რეალობას აასახავს.