
აი ასე, ნელა და მეთოდურად "ქართული ოცნება" კლავს მესამე პრეზიდენტს და ცინიზმით მას აქეთ უწოდებს მკვლელს და ნორვეგიელ ტერორისტ ბრეივიკს ადარებს. გასაგებია, რომ ეს "ოცნების" პროპაგანდისტული პასუხია იმ ფაქტზე, რომ სააკაშვილს ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითრებაში.
და გასაგებია, რომ ხელისუფლების პროპაგანდაც საზოგადოების მეხსიერების იმგვარად მანიპულირებას ცდილობს, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის წლებიდან მახსოვრობას მხოლოდ ნეგატივი შემორჩეს, და არ დარჩეს ადგილი იმ რეფორმებისა და მიღწევებისთვის, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული მოცემულობაა.