ბიძინა ივანიშვილი და თუთიყუშები - ალბათ ძნელია იპოვო იმაზე მეტი სიმბოლო ერთ ვიდეოში, რამდენიც ამ 8-წამიან ჩანაწერშია. ამ 8 წამში ყველაფერია, საქართველოს დღევანდელი ყოფაც, ხელისუფლების ალეგორიაც და ექსცენტრიული ახირებებიც - ახირებები მილიარდერისა, რომელიც ამ ქვეყანას არაფორმალურად, მართავს და რუსულ გალიაში კეტავს, მთავრობაში კი მოლაპარაკე თუთიყუშებს ნიშნავს.