სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული პირი რუსი სამხედრო კორესპონდენტი, ვლადლენ ტატარსკი აღმოჩნდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
აფეთქება სანქტ-პეტერბურგში, უნივერსტეტის სანაპიროზე მდებარე კაფეში მოხდა. მედიის ცნობით, შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაშავდა.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროსთვის უცნობია.