
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დღეს, 29 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კორონა პანდემიის დროს საქართველოში, მთლიანად 147 700 PCR ტესტი ჩატარდა, აქედან ყველზე დიდი წილი ივნისის თვეზე მოდის, ჯამში 55 543 ტესტი. ამ პერიოდში, დღეში, 2 293 PCR ტესტი ტარდებოდა.
ტესტები უდიდესი ნაწილი ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა, ლუგარს კი შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის და აჭარის სამმართველოები მოდის.
ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტირების სრული ოდენობა კი 48 050-ია, აქედან უდიდესი როდენობა ივნისში ჩატარდა - 28 296 სწრაფი ტესტი.
შეგახსენებთ, რომ სწრაფი ტესტების პასუხების გადამოწმება სავალდებულოდ ხდება PCR ტესტებით.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი ტესტირებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,7%-ს დაუდასტურდა.

დღეის მონაცემებით ქვეყანაში სულ 1155 კოვიდინფიცირებული პაციეტია, აქედან გამოჯანმრთელდა 927 და გარდაიცვალა 16 ადამიანი.
მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 მილიონს უახლოვდება.