"ქართული ოცნების" დეპუტატის, მაია მენაღარიშვილის თქმით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ "ძალადობა განახორციელოს" იქ, სადაც შეიძლება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები ხდებოდეს.
მენაღარიშვილმა ამის შესახებ მარტის საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ აქციაზე "ეტყობა იყო კანონდარღვევები და სამართალდამცველებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედეს".
"სახელმწიფოს ვალდებულებაა ის, რომ ალაგმოს რაღაც უწესრიგობა როცა არის და ჩათვალეს ეტყობა საჭიროდ რომ ასე მოქცეულიყვნენ. იყო ეტყობა რაღაც კანონდარღვევები, მე ხომ არ შემიძლია, მე ხომ არ ვყოფილვარ იქ და სამართალდამცველებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედეს. საყურებლად ძალიან რთულია ნამდვილად, მაგრამ მე ვუყურებ სხვა ქვეყნებში რა ხდება ასეთ დროს და იქაც მაშფოთებს და საერთოდ მაშფოთებს ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება, მაგრამ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ ძალადობა განახორციელოს, როცა თვლის რომ იქ შეიძლება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები იყოს", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი.