კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა სქესობრივი, ასაკობრივი და რეგიონული განაწილება - NCDC-ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დღეს, 29 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსი ტესტირებულთა საერთო რაოდენობდან კოვიდ 19 მხოლოდ 0,7%-ს დაუდასტურდა. 

დადასტურებული შემთხვევებიდან (ანგარიშში წარდგენილია 2020 წლის 10 ივლისის მონაცემები, 980 კოვიდ დადებითი პაციენტი) 51% მამაკაცები არიან, 49% კი ქალები. 

ყველაზე უფროსი პაციენტი 90 წლისაა, ყველაზე პატარა კი 9 თვის. ინფიცირებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 534 შემთხვევა, 35-59 ასაკობრივ შუალედშია. 

ახალი შემთხვევების ყველაზე მაჩვენებელი ქვემო ქართლის რეგიონში და თბილისში ფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი სამეგრელოში, ზემო სვანეთსა და იმერეთში. 

980 დადასტურებული შემთხვევიდან ქვეყანაში შემოტანის შემთხვევები 27.7%, 272 შემთხვევა იყო, აქედან კი ყველაზე დიდი წილი - 46.6% რუსეთზე, შემდეგ კი 8% თურქეთზე მოდის. 

ქვეყანაში დაფიქსირებული კოვიდ 19-ის შემთხვევებს შორის13.2% - 129 პაციენტი სამედიცინო პერსონალზე მოდის. 

დღეის მონაცემებით ქვეყანაში სულ 1155 კოვიდინფიცირებული პაციეტია, აქედან გამოჯანმრთელდა 927 და გარდაიცვალა 16 ადამიანი. 

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 მილიონს უახლოვდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი