
"გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი" - ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ნაუსედას თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში გაძლიერდეს სამოქალაქო ქვეყნის ინსტიტუტები და დემოკრატიული მისწრაფებები, თუმცა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიას.
"პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიისადმი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიასა და მოქალაქეების მედეგობას. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ რომელსაც დიდი შედეგები აქვს როგორც ევროპის ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ისევ აგრძელებს დამღუპველ ომს, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს როგორც რეგიონში, ასევე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისადმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორისადმი ეკონომიკური სანქციების დაწესება, ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა", - ამბობს ლიეტუვის პრეზიდენტი.
იხილეთ ასევე: