ოპოზიციამ წინ ამოიფარა ახალგაზრდა თაობა, წააქეზა ესკალაციისკენ - თალაკვაზე მარტის აქციებზე

გამოქვეყნდა:

"რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესებში და ცდილობდა, რომ ორგანიზატორად წარმოეჩინათ თავი, მიატოვა ახალგაზრდები, დადგნენ ახალგაზრდების უკან, წინ ამოიფარეს ახალგაზრდა თაობა, მოუწოდეს მათ, წააქეზეს პრაქტიკულად ისინი ესკალაციისკენ, რაც შემდეგ უკვე მოხდა დაინახა უკვე საზოგადოებამ. იყო ძალადობა, იყო თავდასხმები, პირდაპირ გეტყვით, თანამოქალაქეებზე, პოლიციელებზე ამ შემთხვევაში და ეს, რა თქმა უნდა, უკვე არის კანონის რეგულირების სფერო. როგორც კი, როგორც პროცესებმა მიაღწია ესკალაციას, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გაიქცნენ, ისინი გაუჩინარდნენ აქციიდან და ახალგაზრდები შეატოვეს პირდაპირ იმ პროცესს, რომელიც უკვე ქუჩაში იყო გვიან საათებში. ამიტომ, მათ პირველ რიგში უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დღეს ასე სამარცხვინო ფორმით არ უნდა ცდილობდნენ, რომ ამ ერთ კონკრეტულ ახალგაზრდას ან სხვა ადამიანებს, ვინც მონაწილეობდნენ სავარაუდოდ ამ ძალადობის აქტებში ამოეფარონ. ეს არის მცდელობა, რომ ისინი გაექცნენ საკუთარ პასუხისმგებლობას ახალგაზრდების საკითხზე საუბრით და ახალგაზრდების რაიმენაირად ისე წარმოჩინებით, რომ თითქოს სახელმწიფო ჩაგრავს ან ებრძვის რომელიმე ახალგაზრდას. ეს რა თქმა უნდა სიცრუეა და ეს სიცრუე ემსახურება ერთადერთს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ თავი დააღწიოს თავი იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აქვთ ამ აქციების, მშვიდობიანი პროტესტის ჩარჩოებიდან გასვლასთან დაკავშირებით" 

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი