
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ვიოლა ფონ კრამონზე "ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა. ვოლსკიმ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეობაში დაადანაშაულა.
ლექსმანმა "ოცნების" დეპუტატის განცხადებას სამარცხვინო უწოდა:
"ასეთი აბსურდული სიტყვების გამოყენება ვიოლა ფონ კრამონის წინააღმდეგ, რომელიც ამდენ დროსა და ენერგიას უთმობს ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას, სრულიად სამარცხვინოა", - წერს მირიამ ლექსმანი.
შეგახსენებთ, 1 აპრილს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოლიდარობის ნიშნად, კანცელარიასთან 21 წლის დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.
ამავე თემაზე: