"თუ ვინმე დააშავებს, კანონის შესაბამისად იქნება, ოპოზიციის ლიდერი იქნება, ბეჟან წაქაძე იქნება, ვინც არ უნდა იყოს. [...] ხედავთ რა ხდება საფრანგეთში, გაცილებით ლმობიერად იქცევიან ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, ვიდრე პარიზში, გამოვიყენეთ ადეკვატური ძალა, ისიც ძალიან მსუბუქად, რომ არ მომხდარიყო იმაზე მეტი უბედურება, რაც მოხდა. ეს სახელმწიფოს ვალდებულება იყო ჩემო კარგო, სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულება, რომ ადამიანი როდესაც აშავებს და არ გიჯერებს და ის დანაშაულს სჩადის, უნდა აღკვეთო. ცალსახად ჩვენ ვერავის ვერ ვენდობით, ცალსახად, რომ მივენდოთ და რასაც იტყვის გავაკეთოთ, ვერც ევროპას, ვერც ამერიკას და ვერც ვერვის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ხალხის მოთხოვნა. ისინი საუბრობენ ხალხის ენით, სად არის ეს ხალხი, ხალხმა აირჩია ქართული ოცნება 4 წლის ვადით, სულ ირჩევს ხალხი, არჩევნების გზით ირჩევს ხალხი".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ.