სახელმწიფოს უპატივცემულობაა, ასეთ ტიპაჟებს საქართველოს წინსვლის სურვილი არ აქვთ - კალაძე კრამონზე

გამოქვეყნდა:

ეს პირველი, არის სახელმწიფოს უპატივცემულობა, ქართველი ხალხის უპატივცემულობა, ეს არაერთხელ დადასტურებულა. ერთის მხრივ, მოგვიწოდებენ დეპოლარიზაციისკენ და მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ე.წ. ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მეგობრები ხელს უწყობენ პოლარიზაციას, ხელს უწყობენ მარგინალური რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას. ასეთ ადამიანებს და ასეთ ტიპაჟებს, როგორიც არის ქალბატონი ვიოლა, ნამდვილად არანაირი სურვილი არ აქვს საქართველოს განვითარების, საქართველოს წინსვლის და ევროინტეგრაციის.

თქვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე. შეგახსენებთ, 1 აპრილს კრამონი კანცელარიასთან 21 წლის დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი