9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში ენმ-ს ლიდერებმა ქუთაისში ფლაერები დაარიგეს

გამოქვეყნდა:

9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში, დღეს ქუთაისში, ბაზარში "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ლიდერებთან, გიორგი ბოტკოველთან, დევი ჭანკოტაძესთან და ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, 9 აპრილის აქციის საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობა 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველზე მიიწვიეს.  

პარტიაში აცხადებენ, რომ 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მისვლით მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გამოაცხადებენ.

"თითოეული ქართველის მონაწილეობა 9 აპრილს, 17:00 საათზე მნიშვნელოვანია, რათა უარი ვუთხრათ რუსულ მთავრობას და კრიმინალურ რეჟიმს", - თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი