
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკოს თქმით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საპასუხოდ კრემლი გააძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს თავის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში.
"ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სამხედრო პოტენციალს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ NATO-ს სხვა წევრების ძალები და რესურსები განლაგდება ფინეთში, ჩვენ გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად", - თქვა მან РИА Новости-სთან.
შეგახსენებთ, რომ ფინეთი NATO-ს წევრი ქვეყანა ხვალიდან, 4 აპრილიდან გახდება.