სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრემიერმინისტრს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ქვეყნის პრემიერმინისტრს, ინგირა შიმონიტეს შეხვდა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრეს.

ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობასაც.

"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც  რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გადამწყვეტი ეტაპიდან გამომდინარე. 

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული გზის მიმართ. 

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და რუსულ აგრესიაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ საკუთარ თავზე გამოსცადა  რუსული აგრესია  და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს უნდა იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე დამსახურებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება.  

პრეზიდენტის განცხადებით,  დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის გარშემო და ეს საქართველოს ევროპული მომავალია, ეს კი დეპოლარიზაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯია.

მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ საჭიროა ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ალიანსის საიმედო პარტნიორია", - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი