"რუსეთს WSJ-ის ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ" | კირბი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელის, ჯონ კირბის თქმით, აშშ-ის მთავრობა ბევრს მუშაობს Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გასათავისუფლებლად, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

”ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ რეპორტიორი პატიმრობაში იყო”, - თქვა ჯონ კირბიმ.

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა რუსეთს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

"მე ვუერთდები შეერთებულ შტატებს და მოვუწოდებ რუსეთს გაათავისუფლოს ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი.. მისი დაკავება შემაშფოთებელია. მნიშვნელოვანია პატივი სცეს [რუსეთმა] პრესის თავისუფლებას, ჟურნალისტების უფლებებს და უფლებას. დაუსვან კითხვები და შეასრულონ თავიანთი საქმე, ამიტომ მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - თქვა სტოლტენბერგმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, ცივი ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ევან გერშკოვიჩმა დაკავების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. გერშკოვიჩი ლეფორტოვოს ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას ჯაშუშობის ბრალდებით 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი