დაანონსებული შურისძიების გეგმა | რომელ პოლიტიკოსს ემუქრება ხელისუფლება

გამოქვეყნდა:

ღიად აგრესიული მუქარა და დაანოსებული შურისძიების გეგმა. ხალხის პროტესტით შეშინებული ოცნების ხელისუფლება მარტის მასშტაბური აქციების მონაწილეთა სამაგალითო დასჯის პარალელურად ციხის საკანს ყველა პოტენციური მოწინააღმდეგისთვის ამზადებიბთ. დღეს განსაკუთრებულად აგრესიული იყო მთავრობის მეთაური. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტკორექტულობით არც დღეს გამოირჩეოდა და შეურაცხმყოფელი ეპითეტების მოიხსენიებდა ყველას ვინც ოლიგაქრიურლი რეჟმის ეწინააღმდეგება. 

ანარქისტი ახალგაზრდები და დეგრადირებული და ექსტრებისტული ოპოზიცია - ასე მოიხსენიებს მთავრობის მეთაური ყველას, ვინც არ ეთანხმება და აპროტესტებს ივანიშვილის კლანის პრორუსულ პოლიტიკას. ირაკლი ღარიბაშვილს უყურადღებოდ არც დღეს დაუტოვებია სტრატეგიული მოკავშირეები, ტრადიციული შეტევის საბაბი პარტნიორებზე ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის მიერ 21 წლის ლაზარეს მხარდაჭერა გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი