დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ლევან იოსელიანი სკანდალში ეხვევა. მაშინ როდესაც სახალხო დამცველი და მისი აპარატი ნეიტრალური და სრულად თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისგან, ომბუდსმენმა მოადგილეებად პარლამენტში საკუთარი აპარატის წევრები წარადგინა. ერთ-ერთი კი მისი თანაპარტიელისა და მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის დისშვილია.
თუმცა ეს ფაქტი უხერხულობას ომბუდსმენს არ უქმნის, მისი წინამორბედის მიერ შედგენილი ანგარიშის გასაჯაროებისგან განსხვავებით.
დღეს სახალხო დამცველი შეეცადა დისტანცირება მოახდინა კრიტიკული დოკუმენტისგან ნიკა გვარამია მედიის დევნის კონტექსტში უკანონო პატიმრად არის დასახელებული. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა კი მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობად არის შფასებული