საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სპეციალური საბჭო შეიქმნა, მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
საბჭომ უნდა შეიმუშავოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს 2023 − 2030 წლების დემოგრაფიული განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმის პროექტები.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან ჯანდაცვის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის, იუსტიციის, თავდაცვის, განათლების, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხების მინისტრები, ასევე აჭარის მთავრობის დავმჯრომარე, სტატისტიკის სამსახურის დირექტორი, პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეები.