მერისთვის მანქანის შეძენა ქუთაისს 118 ათასი ლარი დაუჯდა, ხოლო ორ თვეში ამ მანქანის მოვლისთვის 13 ათასი ტენდერის ავლით დაიხარჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქუთაისის მერმა ავტომობილის ბამპერი ყიდვიდან რამდენიმე კვირაში დააზიანა, თუმცა შეკეთებისთვის ბიუჯეტიდან თანხა ჯერ არ დახარჯულა.
იოსებ ხახალეიშვილმა შკოდას მარკის ჯიპი 2 თვის წინ 118,211 ლარად იყიდა.
ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო შპს ავტოცენტრი თბილისმა - კომპანიამ, რომელიც დაკავშირებულია სპორტის ყოფილ მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ქართული ოცნების შემომწირველ დავით გოგორიშვილთან.
კონკურენტი კომპანია მერიას მიწოდების ვადის 1 თვით გაზრდას სთხოვდა, სანაცვლოდ კი მსგავსი ავტომობილის უფრო ბიუჯეტურ ფასად მიწოდებას სთავაზობდა.
ახალთახალი მანქანის გეგმიური ტექნიკური მომსახურებისთვის ქუთაისის მერმა თბილისის ავტოცენტრში უნდა იაროს, რისთვისაც 13 ათასი ლარი ისევ ავტომობილის მიმწოდებელ კომპანიას გადაუხადა.
ქუთაისის მერმა ავტომობილის ბამპერი ყიდვიდან რამდენიმე კვირაში დააზიანა, თუმცა შეკეთებისთვის ბიუჯეტიდან თანხა ჯერ არ დახარჯულა.
შედარებისთვის, ლონდონის მერი, სადიქ ხანი ხშირად საჯარო ტრანსპორტით გადაადგილდება.
ამსტერდამის მერი სამსახურში მისასვლელად ველოსიპედს იყენებს.
ჰელსინკის მერი და თანამდებობის პირები მხოლოდ საკუთარი ავტომობილით სარგებლობენ, - წერს ფლანგვის დეტექტორი.