
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ რუსთავის მოსახლეობასთან ერთად იუსტიციის სამინისტროსთან და თეა წულუკიანის სახლთან, რუსთავში, ჭყონდიდის დასახლებაში ციხის მშენებლობა გააპროტესტა.
არც ერთ რუსთაველს არ სურს საკუთარი ფანჯრების წინ, საკუთარ ეზოში რომ ქალბატონმა წულუკიანმა აუშენოს ციხე. მოვუწოდებთ წულუკიანს, თუ უნდა ციხის აშენება, არის ტერიტორია მისი ეზოდან 30 მეტრში და აქ ააშენოს ციხე, - ამბობს კირკიტაძე.
მოსახლეობა აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივების აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღეს და მოუწოდებენ თეა წულუკიანს, მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს.