
ილონ მასკმა Twitter-ის ლოგო შეცვალა და მთავარ გვერდზე ახალი ლოგო, ძაღლი გამოჩნდა, რომელიც მასკის საყვარელი კრიპტოვალუტის, Dogecoin-ის სიმბოლოა.
მედიის ცნობით, ეს ცვლილება სავარაუდოდ დროებითია და ლურჯი ჩიტი სოციალური ქსელის ლოგოდ მალე დაბრუნდება.
მასკი ხშირად აჩენდა Dogecoin-ის სიმბოლოს, რაც ხშირად ახდენდა გავლენას კრიპტოვალუტის ღირებულებაზე.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა Twitter 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა და უკვე გაათავისუფლა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, ფინანსთა დირექტორი ნედ სეგალი და იურიდიული საკითხთა და პოლიტიკის უფროსი ვიჯაია გადე.