"ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა" | მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე

გამოქვეყნდა:

"არავის აინტერესებს არცერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია. ეს არის მათ მიერ თემის გადაფარვის მცდელობისთვის წამოსროლილი სიტყვები. თვითონ უსვამენ ამას ხაზს განსაკუთრებულად ბოლო დღეების განმავლობაში. ...ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, პრაქტიკულად, ეს არის. ძალიან უცნაურია, როგორ შეიძლება, ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა ჰქონდეს, გაამართლოს და მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელიც ბრალდებულია პოლიციელის მიმართ ძალადობასა და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობაში. ეს ადამიანი ცდილობდა პოლიციელი ცოცხლად დაეწვა, გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მას მხარს უჭერენ. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ბუნებრივი ემოცია, მოთხოვნაა, რომ, დიახ, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები, თუ გამოძიებას ექნება მყარი მტკიცებულებები და შესაძლებლობა, რომ ორგანიზატორებზეც გავიდეს. ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად არის დამნაშავე ის, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა და ვინც, ერთი მხრივ, ეფარება კონკრეტულ ადამიანს და, მეორე მხრივ, ცდილობს, თავის გადარჩენის მიზნით, მას მხარი დაუჭიროს"  

- ამბობს "ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე, ლაზარე გრიგორიადსზე საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი