უკრაინის სამხრეთში ჩვენმა თავდაცვამ რუსების ნასროლი 14 "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდო - გენშტაბი

გამოქვეყნდა:

ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 ირანული "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. 

გენშტაბის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთში, რუსებმა უკრაინის მიმართულებით, საერთო ჯამში, 17 ირანული უპილოტო დრონი გაუშვეს. 

"რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას, სამხრეთიდან, ირანული წარმოების შაჰიდ - 136/131-ის ტიპის საბრძოლო დრონებით შეუტიეს. 

საერთო ჯამში, სავარაუდოდ, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან 17 საბრძოლო დრონის გაშვება დაფიქსირდა.

პივდენის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 შაჰიდი გაანადგურეს", - წერს გენშტაბი Telegram-ზე.

ცნობისთვის, ღამით რუსეთმა დრონებით ოდესას შეუტია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი