
"დავიწყებთ მობილიზებას, ყველგან მივალთ, რომ ეს კაბინეტში მჯდომი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ შიდა სამზარეულოს თათბირებით არიან დაკავებული, მოშორდნენ ამ ქალაქს", - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რეზო ხარაზმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პარტიაში ფიქრობენ, რომ ბათუმი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება.
"ბათუმი დაემსგავსა უპატრონო მიტოვებულ ქალაქს და ეს ადამიანები, რიჟვაძე, ე.წ. მერი, საერთოდ ქალაქს მერი არ ჰყავს რომ იცოდნენ ბათუმელებმა, ეს ადამიანები სხედან კაბინეტებში, საზღვაო სეზონისთვის ვემზადებითო Facebook-ზე უწერიათ და პლაჟი არ აქვთ. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ საზოგადოება, ბათუმელებმა ხალხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და მოვთხოვოთ ამ ადამიანებს - წადით, მოშორდით ამ ქალაქს, დაანებეთ ამ ქალაქის გაუბედურებას თავი.
ვერცერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო ვერ სრულდება. 8 წლის განმავლობაში აშენებენ 8 კილომეტრ გზას და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ ტურისტულ სეზონს ვერ შევხდებით მომზადებული, ეს მიზანმიმართული ქმედებაა, ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კუთხის გაბანძება უნდათ.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბათუმელებს, ჩვენ თვითონ ავიღოთ ადამიანებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ინიციატივა. ჩვენ უნდა დავიწყოთ მობილიზება იმისთვის, რომ ყველგან სადაც არ მივლენ ესენი, უნდა ვუთხრათ, რომ ეს პრობლემები, რომლებიც მათ 10 წლის განმავლობაში ივანიშვილთან ერთად დაგვიტოვეს, ამ პრობლემების გადაწყვეტა მათ არ შეუძლიათ. ჩვენი ინიციატივა არის შემდგომში, დავიწყებთ მობილიზებას, ყველგან მივალთ ყველა უბანში მივალთ, ყველა სახლთან მივალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კაბინეტში მჯდომი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ შიდა სამზარეულოს თათბირებით არიან დაკავებული, მოშორდნენ ამ ქალაქს", - თქვა რეზო ხარაზმა.